უმძიმესი ავარიის კადრები დიღმიდან
თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია მუშაობს.
"ინტერპრესნიუსი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.