loader

ვახტანგ გომელაურის პირველი კომენტარი გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვახტანგ გომელაურის პირველი კომენტარი გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ

“კრიმინალი გაიზარდაო - სტატისტიკა დაკლებულია, საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა? - არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით.

გომელაურმა ასევე ისაუბრა გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე და აღნიშნა, რომ საქმე გახსნილია.

„გუშინ ნამდვილად ცუდი შემთხვევა მოხდა. გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი. ეს ერთი პირი ჩვენი დაცვის პოლიციის თანამშრომელია, რომელიც კერძო პირთან დაცვაში მუშაობდა. გამოძიება მიმდინარეობს, დანარჩენზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააკეთებს კომენტარს, წინასწარ არ მინდა კომენტარები გავაკეთო.