ატირებული ხვიჩა კვარაცხელიას ემოციური კადრები მატჩის შემდეგ - ვიდეო ვირუსულად გავრცელდა
33-წლიანი ლოდინის შემდეგ ნეაპოლელთა ოცნება ახდა და მათი საყვარელი გუნდი იტალიის სერია A-ს ჩემპიონია. ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა უდინეში, ადგილობრივ კლუბთან მატჩის დროს გაიფორმა.
"უდინეზე"-"ნაპოლის" მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა, რაც ნაპოლისთვის საკმარისი იყო, რომ სკუდეტოს ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაუფლებოდა.
პირველი ტაიმი ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა. მატჩის მე-13 წუთზე სანდი ლოვრიჩმა მასპინძლები დააწინაურა. პირველ ტაიმში ეს ერთადერთი გოლი იყო.
მეორე ტაიმში, მატჩის 33-ე წუთზე, კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კვარაცხელიას მიუვიდა, "კვარამ" დაარტყა, თუმცა ბურთი კარის ბადეში არ აღმოჩნდა, დამატებაზე კი ვიქტორ ოსიმენმა ზუსტად ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა.