loader

ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა მოხ­და, რო­მელ­შიც 20-მდე ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლე­ობ­და - რა მოხდა გოგებაშვილის ქუჩაზე და ვინაა ერთ-ერთი დაჭრილი, რომელიც ორმხრივ სროლაში მოყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა მოხ­და, რო­მელ­შიც 20-მდე ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლე­ობ­და - რა მოხდა გოგებაშვილის ქუჩაზე და ვინაა ერთ-ერთი დაჭრილი, რომელიც ორმხრივ სროლაში მოყვა

დღეს, 4 აპ­რილს, თბი­ლის­ში, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ორ­მხრი­ვი სრო­ლა იყო. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, მათ და­ა­ახ­ლო­ე­ბით, რვა გას­რო­ლის ხმა გა­ი­გო­ნეს.

სრო­ლის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი, თავ­დამ­სხმე­ლია მოკ­ლუ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლია ორი მო­ქა­ლა­ქე.

რო­გორც Ambebi.ge-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, რეს­ტო­რან La Vera-სთან ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა მოხ­და, რო­მელ­შიც 20-მდე ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

გარ­ჩე­ვას სრო­ლა მოჰ­ყვა. დაჭ­რი­ლებს შო­რის არის გივი (გიჩო) მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლულს, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, პირ­ველ­მა გახ­სნა ცე­ცხლი, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის დაც­ვამ ეს­რო­ლა.

ცნო­ბის­თვის, გიჩო მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი წარ­სულ­ში რამ­დენ­ჯერ­მეა ნა­სა­მარ­ლე­ვი, მათ შო­რის, დაჭ­რა­ზე.

ის (გიჩო მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი) არის სა­ქარ­თვე­ლოს შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, გი­ორ­გი (გოგა) მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ვაჟი.

წყარო: https://www.ambebi.ge/article/292987-iqo-ec-kurduli-garcheva-romelshic-20-mde-axalgazr/?fbclid=IwAR2wNr2L8IQUTUOqYO0kQSzFuwecH8GbeqQ1wLhoppEWUeCX5E94j5l2mKc