loader

სერბეთში 14 წლის მოსწავლემ იარაღით 9 ადამიანი, მათ შორის, 8 ბავშვი მოკლა - დაკავების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სერბეთში 14 წლის მოსწავლემ იარაღით 9 ადამიანი, მათ შორის, 8 ბავშვი მოკლა - დაკავების კადრები

სერბეთში, ვრაკარის სკოლაში, მაშინ, როცა სკოლაში სასწავლო პროცესი იწყებოდა, 14 წლის ბიჭმა, მე-7 კლასის მოსწავლე კოსტამ, ცეცხლსასროლი იარაღით 9 ადამიანი, მათ შორის, 8 ბავშვი და სკოლის დაცვა მოკლა. დაიჭრა ექვსი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი.

როგორც სერბეთის გამოცემა novosti წერს, ეჭვმიტანილი მოსწავლე დანაშაულს დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. მის ბინაში იპოვეს იმ მოსწავლეების სია, რომელთა ლიკვიდაციასაც გეგმავდა; ასევე - სკოლის გეგმა, სადაც დანაშაული მოხდა.