loader

"დამტოვეს ქუჩაში; ვფიცავარ ჩემს ორ ობოლს, გავანადგურებ ამათ" - კადრები ქუთაისიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დამტოვეს ქუჩაში; ვფიცავარ ჩემს ორ ობოლს, გავანადგურებ ამათ" - კადრები ქუთაისიდან

ქუთაისში, დევნილთა სააგენტოში ხმაურია. იძულებით გადაადგილებული პირები ბინების გადანაწილების პროცესს აპროტესტებენ.

მათი თქმით, წლებია ბინებს ელოდებიან, თუმცა სიაში აღარ არიან. როგორც დევნილები განმარტავენ, ქულები გაუნულეს, რის გამოც ბინებს ვერ იღებენ. ისინი ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ბინების მიმღებთა სიაში დაბრუნებას ითხოვენ.

ადგილზე იმყოფებიან სააგენტოს წარმომადგენლები. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბინების გადანაწილებასთან დაკავშირებით განცხადება ოფიციალურ გვერდზე დევს და ჯერჯერობით დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება.

სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში კი ნათქვამია, რომ ბინა 480 ოჯახს გადაეცემა და გადაწყვეტილება კომისიამ გრძელვადიანი განსახლების შესაბამისი კრიტერიუმით მიიღო.

"დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაადგილებულ 480 ოჯახს, ბინებს გადასცემს. საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, მიიღო. დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული, უპრეცედენტოდ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყო თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში. 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი, იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. 7000-მდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6000 ოჯახი კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება"-ვკითხულობთ განცხადებაში.

ვიდეო: "მთავარი არხი"