ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები ბახმაროდან - "ზვავმა 14 სახლი გაანადგურა"
ბახმაროში, ბუქსიეთის ქუჩაზე ზვავმა 14 სახლი დაანგრია. სოციალურ ქსელში ბახმაროში გადაღებული კადრები ვრცელდება.
"ბუნებას დიდი ძალა აქვს, როდის, რას მოიმოქმედებს არავინ ვიცით. ეს ზვავის დროს დანგრეული სახლებია..14 სახლი განადგურდა. სამწუხაროდ, ეს მოხდა თებერვლის ბოლოს და გამოჩნდა, როდესაც თოვლი ადნა." - კადრებს ხატია უგრეხელიძე აქვეყნებს.