loader

"არსებობს კადრები..." - რას ამბობს ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მან რკინის მაგიდას თავი ჩამოარტყა და სიკვდილს გადაურჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არსებობს კადრები..." - რას ამბობს ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მან რკინის მაგიდას თავი ჩამოარტყა და სიკვდილს გადაურჩა

"გონების კარგვის შესახებ პეციენტისგან ვიცით, მედპერსონალი არ ადასტურებს. არსებობს კადრებიც..." - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ვივამედში" მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მას გონების დაკარგვის ეპიზოდი გაუმეორდა, წაიქცა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა.

„როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი.

გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება.

დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი.

მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება”, - წერს სააკაშვილი.