loader

"ძალიან მინდა, ეს პოსტი დაიდოს! ისეთი გაბრაზებული... არა, უფრო ნაწყენი ვარ... არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ!" - რა მოხდა რუსთავში, ერთ-ერთ საცურაო აუზზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან მინდა, ეს პოსტი დაიდოს! ისეთი გაბრაზებული... არა, უფრო ნაწყენი ვარ... არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ!" - რა მოხდა რუსთავში, ერთ-ერთ საცურაო აუზზე?

"ვარ დედა ულამაზესი და უთბილესი 9 წლის გოგოსი, რომელიც 9 წელია ერთი ექიმის გამო იბრძვის იმისთვის, რომ ფეხზე გაიაროს! რამდენმა წრემ თუ კურსმა მოგვიხურა კარი, პასუხად: "ასეთ ბავშვს ვერ მივიღებთ!" და ყველა ადგილიდან უსიტყვოდ მოვბრუნდი, მაგრამ დღეს იყო პიკი! საცურაო აუზის, "თოლიის" დირექტორმა გამომიცხადა, რომ ასეთი ბავშვისთვის არ აქვს დრო და ადგილი!" - ამის შესახებ ბავშვის დედა სოციალური ქსელის ჯგუფში "რუსთავი" წერს.

ის რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს მიმართავს, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოებამ აუზის დირექტორის საქციელი ერთხმად გააკრიტიკა და მშობელს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ძალიან მინდა, ეს პოსტი დაიდოს! ისეთი გაბრაზებული... გაბრაზებული არა, უფრო ნაწყენი და ნატკენი ვარ, არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ! აქვე მოვნიშნავდი (და ვინმემ კომენტარებში მომინიშნეთ, თუ შეგიძლიათ) საცურაო აუზი "თოლია"...

მოკლედ, ვარ დედა ულამაზესი და უთბილესი 9 წლის გოგოსი, რომელიც მზესავით ანათებს, რომელსაც მამიკო 6 წელია ანგელოზად ჰყავს და რომელიც 9 წელია ერთი დეგენერატი ექიმის გამო იბრძვის იმისთვის, რომ ფეხზე გაიაროს! არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, დაბადებიდან დღემდე რა რთული და მძიმე დღეები გამოვიარეთ კლინიკებში თუ სარეაბილიტაციო ცენტრებში! რამდენი დაკარგული იმედიდან აღვსდექით თავიდან, რამდენ უსამართლობას გავუსწორეთ თვალი... რამდენმა წრემ თუ კურსმა მოგვიხურა კარი პასუხად: "ასეთ ბავშვს ვერ მივიღებთ!" და ყველა ადგილიდან უსიტყვოდ მოვბრუნდი, მაგრამ დღეს იყო პიკი!

საცურაო აუზზე, სადაც მივედი, კერძო ინსტრუქტორს ველაპარაკე. შევთანხმდით დროზე და თანხაზეც! ვიღებდი აბონემენტს და ზეემოციებით გამოვდიოდი, დირექტორმა გამომიცხადა, რომ ასეთი ბავშვისთვის არ აქვს დრო და ადგილი! და რომ არ აინტერესებს, ვის ვესაუბრე და ხმას თუ არ დავუწევ, თურმე იმხელა ხმა აქვს, რუსთავის ბოლოში გაიგებენ!

გესმით, ეს რას ნიშნავს?! გესმით, რა დამოკიდებულებით გვაბრუნებენ უკან?! ქალბატონო ნინო ლაცაბიძე, ეს პოსტი არ გატარდეს რეაგირების გარეშე! ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს მაქსიმუმ დირექტორი კი არა, საერთოდ შვილიც თუ ჰყავს, მეეჭვება!

დღეს ჩემი გამოსვლა თქვენი აუზიდან ასე არ დამთავრებულა, ბატონო. არც ვიცი, რა გქვიათ, მაგრაამ გეუბნებით საჯაროდ, არაადამიანი ბრძანდებით! ჩვენ სხვაგანაც ვიცურავებთ, მაგრამ თქვენ ადამიანი ვერასდროს გახდებით!"