loader

კრემლის განცხადებით, რუსეთმა ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა - ვრცელდება დრონებით იერიშის განხორციელების მცდელობის ამსახველი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კრემლის განცხადებით, რუსეთმა ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა - ვრცელდება დრონებით იერიშის განხორციელების მცდელობის ამსახველი კადრები

კრემლის განცხადებით, რუსეთმა ღამით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. ოფიციალური მოსკოვი პუტინის მკვლელობის მცდელობაში უკრაინას ადანაშაულებს.

„ოთხშაბათს, ღამით, კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე იერიში სცადა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც კრემლი განცხადებაში აღნიშნავს, ის თავდასხმას „დაგეგმილ ტერორისტულ ქმედებად“ მიიჩნევს.

მედია კრემლზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კრემლზე სავარაუდო თავდასხმაში ორი დრონი გამოიყენეს, თუმცა მათი მწყობრიდან გამოყვანა რუსეთის თავდაცვის ძალებმა მოახერხეს.

კრემლის განცხადებითვე, პუტინი არ დაშავებულა. ამასთან, კრემლის შენობას მატერიალური ზიანი არ მისდგომია.

ამის გარდა, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია მცირე კვამლი კრემლის თავზე.