loader

უმძიმესი ამბავი კახეთიდან - ბებია, რომელზეც შვილიშვილმა სექსუალურად იძალადა, გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ამბავი კახეთიდან - ბებია, რომელზეც შვილიშვილმა სექსუალურად იძალადა, გარდაიცვალა

77 წლის ქალი, რომელზე სექსუალურ ძალადობაშიც შვილიშვილია ბრალდებული, გარდაიცვალა.

კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში ამბობენ, რომ ქალი მომხდარ ფაქტს განიცდიდა და ნერვიულობდა.

ამ წუთებში ადგილზე პოლიცია იმყოფება, რომელიც გარდაცვალების მიზეზებს სწავლობს.

შეგახსენებთ, 77 წლის ქალზე სხვა სახის სექსუალური ძალადობისათვის 26 წლის, წარსულში ორჯერ ნასამართლევი შვილიშვილია დაპატიმრებული. გამოძიების მტკიცებით, მამაკაცი ბებიაზე სექსუალურად ძალადობდა და მას სახლში კეტავდა. ახალგაზრდა კაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 143-ე მუხლებით აქვს წაყენებული.