loader

"ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფაა! ამ დოკუმენტში მოყვანილია კახა კალაძის უწყების მიერ განხორციელებული შესყიდვა" - ელენე ხოშტარიას ბრიფინგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფაა! ამ დოკუმენტში მოყვანილია კახა კალაძის უწყების მიერ განხორციელებული შესყიდვა" - ელენე ხოშტარიას ბრიფინგი

პარტია „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, თბილისის მერიამ რუსული, სანქცირებული კომპანიისგან სატვირთო ავტომობილები შეიძინა.

მისივე თქმით, კახა კალაძე თავისი ქმედებით ზრდის ქვეყნის დასანქცირების საშიშროებას.

„ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საერთაშორისო პრესის ყურადღება ეთმობა საქართველოში რუსული სანქციების არიდების „ხვრელების” არსებობას. სტატიები „ლემონდში”, „ფაინენშელ თაიმსში”, „პოლიტიკოში”, სადაც პირდაპირ საუბარია, რომ რუსეთის სამეზობლო და კონკრეტულად საქართველო გამოიყენება, როგორც რუსეთის სანქციების თავიდან არიდების „ხვრელად”. ამის აღმოფხვრა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია. კერძოდ, ამას ადასტურებს რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკ მაკფოლის და მისი ჯგუფის დოკუმენტი, სადაც მოყვანილია კახი კალაძის უწყების, მერიის მიერ განხორციელებული რუსული ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით საკითხი. ეს შესყიდვა პირდაპირ არის შეფასებული, როგორც „რუსეთის მომავალი აგრესიის დაფინანსება”, ანუ საქართველო და კალაძის უწყება პირდაპირ არის მოხსენიებული რუსეთის დაფინანსების წყაროდ. რაც ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფაა. ამ დასკვნის შემდეგ, რომელსაც მყისიერი რეაგირება უნდა გამოეწვია და მთლიანად შესყიდვების გადახედვა უნდა მომხდარიყო, კალაძის უწყებამ შეიძინა სანქცირებული „კამაზები“, რომლებიც ომში გამოიყენება”, - განაცხადა ხოშტარიამ.