loader

"შოკში ჩავვარდი... სიგიჟე ხდება ამ ქვეყანაში!" - რას წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შოკში ჩავვარდი... სიგიჟე ხდება ამ ქვეყანაში!" - რას წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში?

"დღეს ვიყავი ექიმთან. არაფერი განსაკუთრებული, წელიწად-ნახევარში ან ორ წელში ერთხელ ვიკეთებ იმ გამოკვლევებს, რომლებიც რეკომენდებულია, რომ გაიკეთოს ქალმა: ფარისებრი, მკერდი და საშვილოსნო, ექოები, პაპტესტი, ანალუზები, რომ გამორიცხო ონკოლოგია და გადაამოწმო. მოკლედ, რაც საჭიროა რა. იცით, რა გადავიხადე მხოლოდ ამ გეგმურ გამოკვლევებში?

532 ლარი!!!

შოკში ჩავვარდი. მე რა მიჭირს, ხალხო, დაზღვევა მაქვს. ვისაც დაზღვევა არ აქვს, იმან რა უნდა ქნას?

და მკურნალობა თუ დამჭირდა, ის რა თანხაზე ავა?

სიგიჟე ხდება ამ ქვეყანაში!

წარმოუდგენელია უკვე აქ საშუალო ხელფასით არსებობა" - ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.