აპლიკაცია, 1-ელი მაისის ნაცვლად, 15 მაისს ამოქმედდება და მისით სარგებლობას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს - "ვისაც გული შესტკივა ქალაქზე, ამ პროცესში ჩართული იქნება"
აპლიკაცია "ფიქს თბილისი", 1-ელი მაისის ნაცვლად, 15 მაისს ამოქმედდება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
აპლიკაციის საშუალებით მოქალაქე შეძლებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ მუნიციპალიტეტს ინფორმაცია მიაწოდოს.