"ფარჩაკები" და ტურები ხართ!" - ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას
სირცხვილია, როდესაც რომან გოცირიძე გვეძახის წინა საუკუნის ხალხს და თვითონ მიიჩნევს თავს მომავლად, სინათლედ - კაცი, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, როგორც „კუპონის მამა“, დღეს სამარცხვინო რაღაცებს ბედავს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, რომან გოცირიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ გააგდეს.