“ჩემი შვილი იბრძოდა! თავში აქვს ჩანარტყამი, სერიოზული ნაცემია“ - 12 წლის ანას დედა ახალ დეტალებზე საუბრობს
„მას აქვს მრავლობითი დაზიანებები და რაც ყველაზე მთავარია, ყელის არეში აქვს ნაჭდევები და დალურჯებები. იმ პიროვნებას ჩემი შვილის ყელის, ცხვირისა და პირის მიდამოები ჩაკეტილი ჰქონდა, რომ ბავშვს არ ესუნთქა, არ ეყვირა და ამ დროს ბავშვი შემოეხრჩო“. - ამბობს დიდ დიღომში ნაპოვნი, გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა „ფორტუნასთან“ საუბრისას.