ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები აშშ-დან, სადაც მტვრის ქარიშხალს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის ილინოისის შტატში მტვრის ქარიშხლის გამო გზატკეცილზე რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც, მინიმუმ, 6 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, სპრინგფილდის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 60-მდე ავტომობილისა და რამდენიმე ტრაილერის შეჯახება მოხდა.
30-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ავარიის მიზეზი არის ძლიერი ქარი, რომელსაც მინდვრებიდან გზატკეცილზე მტვერი მოაქვს, რაც იწვევს ხილვადობის ნულოვან დონეს", - განაცხადა ილინოისის შტატის პოლიციის მაიორმა რაიან სტარიკმა.