ხობში ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა - დაღუპულია შუახნის მამაკაცი და 8 წლის ბავშვი
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვისა და შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდა.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილები ნათესავები არიან.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.