loader

"აუცილებლად ვიღაც უნდა მოკვდეს, რომ მერე გამოვიდეს მთელი საქართველო? სად არიან დედები, მამები? რატომ ტირით ტელევიზორებიდან?" - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედის ემოციური მიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აუცილებლად ვიღაც უნდა მოკვდეს, რომ მერე გამოვიდეს მთელი საქართველო? სად არიან დედები, მამები? რატომ ტირით ტელევიზორებიდან?" - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედის ემოციური მიმართვა

მთავრობის სხდომის პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს.

ისინი თავიანთი შვილების საკითხის ირგვლივ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ელოდებიან. მათ იმედი აქვთ, რომ პრემიერ-მინისტრი მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობლის, მაკუნა გოჩიაშვილის განცხადებით, მშობლები მზად არიან მოლაპარაკების მაგადისთან დასხდნენ.

„თუ თქვენ ამბობთ, რომ მაგიდასთან უნდა გადავინაცვლოთ, მაშინ გაგვიღეთ კარები და შემოვალთ. მზად ვართ, რომ მოლაპარაკებებმა მაგიდასთან გადაინაცვლოს”, - განაცხადა მაკუნა გოჩიაშვილმა.

მშობლები უკვე ორი კვირაა, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან ათევენ ღამეს. ისინი მთავრობის წარმომადგენლებს თავიანთი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის, „ვოზორიტიდის” შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ.