“ახლა პირდაპირ გეტყვით, რა ფასის გადახდაზე არ ვართ თანახმა“ - ზაზა პაპუაშვილმა აქციაზე შეკრებილების მოთხოვნები გააჟღერა
მზად ვართ, ნებისმიერ ქვეყანასთან, ერთან მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის, ოღონდ არა საკუთარი თავისა და იდენტობის გაქრობის ხარჯზე - ჩვენი საზოგადოება ითხოვს მშვიდობას და არა ომს, - ამის შესახებ მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას დაპირისპირებას, ქვეყნის საქმეებში ჩარევას, დაუსაბუთებელ რეზოლუციებს და სანქციებს.