“ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა! რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო“ - სალომე ზურაბიშვილი
“უკრაინელების გამარჯვება განაპირობებს მსოფლიოს ხვალინდელ დღეს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში დაუნდობელმა აგრესიამ რუსეთის იმპერიალიზმის ხასიათი ყველასთვის გამოააშკარავა და „საფრთხის ახალი აღქმა გამოიწვია“.