“ებღაუჭებოდა ჩემს კარებს, ცდილობდა გაეღო, ეს ფაქტი განმეორდა სამჯერ სხვადასხვა დროში“ - ვაჟა-ფშაველაზე მცხოვრები საგანგაშო ვიდეოს აქვეყნებს
“გამარჯობა დღეს დილიდან ვიღაც, დიდი ალბათობით ქალბატონი, ებღაუჭებოდა ჩემს კარებს. ცდილობდა გაეღო. ეს ფაქტი განმეორდა სამჯერ სხვადასხვა დროში.
ფრთხილად იყავით პირველ მცდელობაზე ვიფიქრე ოჯახის წევრია კარებს აღებსთქო, თუმცა ვინაიდან არავინ ჩანდა დავვეჭვდი. მესამე მცდელობაზე ვეცადე როგორმე ხმა ამომეღო (ვინაიდან ძალიან შეშინებული ვიყავი) და მეკითხა ვინ იყო, თუმცა პასუხი არ მიმიღია, წავიდა.
თავიდან საკეტს აწვალებდა და შემდგომ სახელურს წევდა, იმ იმედით რომ თავისით გაიღებოდა. ლოკაცია ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი.“ - ავრცელებს თბილისის მკვიდრი ჯგუფში “ქალაქის პრობლემები“.