ბათუმის ტრაგედიისას დაზარალებულ დავლაძეების და შომახიების ოჯახებს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ - რას წერს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი?
“დღეს ბათუმობის მოსალოცად დემე გვესტუმრა. დემეს რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ქონდა და ბატონმა თორნიკემ საჩუქრით ძალიან გაახარა... დღეს ბათუმობაა და ყველა ბათუმელის დიდი ტკივილია 2021 წლის 8 ოქტომბერი მაგრამ, ყველა ბათუმელმა უნდა იცოდეს, რომ ბატონ თორნიკეს არასდროს არ ავიწყდება დემე.
რამდენიმე კვირის წინ მან საოცარი სიუპრიზი გაუკეთა. მისი ინიციატივით დემე დავლაძე და ნიკოლოზ შომახია მამებთან ერთად ნაპოლიში იმყოფებობდნენ კვარას თამაშზე. ასევე, ბატონი თორნიკეს გადაწყვეტილებით დავლაძეების და შომახიების ოჯახს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინები“- წერს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე.