"ცუდი ამბავი ლამაზებისთვის..." - რას წერს სოციალურ ქსელში პავლე მგელაძე?
"ცუდი ამბავი ლამაზებისთვის. ეს Levi’s-ის მოდელი არ არის ნამდვილი ადამიანი. ის AI-ის (ხელოვნური ინტელექტის) შექმნილი "მოდელია", - ამის შესახებ re:invent holding-ის დამფუძნებელი პავლე მგელაძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.
მისი თქმით, ფოტოგადაღებები ძვირი სიამოვნებაა კომპანიებისთვის.
"ფოტოგადაღებები ძვირი სიამოვნებაა კომპანიებისთვის - სტუდია, გადამღები ჯგუფი, მოდელების შერჩევა, ფრენა, ცხოვრება, ჰონორარი მათ, ჰონორარი მათ სააგენტოებს, მაკიაჟი, ტანსაცმელი და ა.შ.
ამის ალტერნატივა AI-ის შექმნილი მოდელია. სულ ფორმაში, სულ მაკიაჟით და 24/7 ხელმისაწვდომი ყველა სიტუაციაში. მათთან კონკურენცია უბრალოდ შეუძლებელია" - წერს პავლე მგელაძე.