"სათვალთვალო კამერის კადრებში ჩანს გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გოგონა ძალიან კარგ განწყობაზე იყო..." - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ოჯახის ადვოკატი
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველად დასკვნით, დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის მოზარდზე, ანა იანუშაიტიტეზე სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ გარდაცვლილი გოგონას ოჯახისა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატმა, ელისო რუხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ყველა დაზიანება, რაც 12 წლის გოგონას სხეულზე აქვს, სიცოცხლის დროინდელია.