წონის სწრაფად კლების ახალი ტრენდი, რომელიც საქართველოშიც პოპულარულია - პრეპარატი, რომელიც მადას აქვეითებს, თუმცა ჯანმრთელობისთვის საშიშია
ბოლო თვეების განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტსივრცეებში ხშირად შეხვდებით ვიდეოებს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან ადამიანები საკუთარ გამოცდილებაზე, მედიკამენტ "ოზემპიკით" დაკარგულ ზედმეტ წონაზე ჰყვებიან.
პრეპარატზე ჩატარებული კვლევების თანახმად, არადიაბეტიან პაციენტებს 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ 6 პროცენტით, ხოლო 7-თვიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ წონა 12 პროცენტით შეუმცირდათ.
კითხვები საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ადამიანები მას თვითნებურად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე მოიხმარენ.
რეალურად კი, პრეპარატ "ოზემპიკს" ლიცენზია ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ აქვს და არა წონის დასაკლებად.