"ეს არც არასოდეს დამიმალავს, ასე რომ, გმადლობთ წარსულის "შეხსენებისათვის", ეს ფოტო არ მქონდა და ახლა შევინახავ - ისტორიაა!" - რას წერს დავით ოქიტაშვილი მიხეილ სააკაშვილზე
დავით ოქიტაშვილი, სოციალურ ქსელში 2003 წელს მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და წერს:
"ეს სურათი, რომელსაც დღეს აქტიურად აფრიალებენ სოციალურ ქსელში, 2003 წელს არის გადაღებული. მაშინ ყველას გვჯეროდა, რომ ცვლილებების და პროგრესული ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა, მაშინ ბევრი ვუჭერდით მხარს ახალ ძალას, რომლის ლიდერიც მიშა გახდა.
ჩემი დისტანცირება და დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ზურაბ ჟვანია მოკლეს!" - წერს დავით ოქიტაშვილი.