"სააკაშვილის საქართველოში შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთის, დაგეგმილი იყო ე.წ. მეგობრების ხელით" - კახა კალაძე
სააკაშვილის ქეისი, მისი შემოგორება საქართველოში, შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთის, თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ. მეგობრების ხელით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. მეგობრებმა სააკაშვილის თემა შემოიტანეს იმისთვის, რომ სურდათ საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა, თუმცა ამის შესაძლებლობა ქვეყანაში მომუშავე შესაბამისმა უწყებებმა არ მისცეს.