loader

ვირუსულმა ვიდეომ ფანები შოკში ჩააგდო - HOLLYWOOD-ის ყოფილი მსახიობი და ფიტნესმოდელი უსახლკაროთა შორის ცხოვრობს და საკვებს ურნებში ეძებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვირუსულმა ვიდეომ ფანები შოკში ჩააგდო - HOLLYWOOD-ის ყოფილი მსახიობი და ფიტნესმოდელი უსახლკაროთა შორის ცხოვრობს და საკვებს ურნებში ეძებს

HOLLYWOOD -ის ყოფილი მსახიობი და ფიტნესმოდელი ლონი უილისონი ახლახან სანტა-მონიკაში დააფიქსირეს. ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ მისი გულშემატკივრები გააოცა. როგორც აღმოჩნდა, ერთ დროს ფუფუნებაში მცხოვრები მსახიობი ახლა უსახლკაროა და მენტალურ პრობლემებსაც ებრძვის. თვითმხილველის თქმით, ის საკვებს ნაგვის ურნაში ეძებდა.

უილისონი სერიალში „ექსპოზე“ მთავარ როლს ასრულებდა და ასევე იყო ცნობილი ფიტნესვარსკვლავი. ის დაქორწინებული იყო Baywatch-ის მსახიობ ჯერემი ჯექსონზე, თუმცა მათი ქორწინება 2014 წელს დასრულდა მას შემდეგ, რაც ჯექსონმა, სავარაუდოდ, უილისონის დახრჩობა სცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქმართან დაშორების შემდეგ მოდელი ებრძოდა დამოკიდებულებას და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. საბოლოოდ ის გაკოტრდა და ქუჩაში აღმოჩნდა.

წყარო: dailymail.co.uk