loader

“ჩამოვიყვანეთ, უმძიმესი დიაგნოზით... ქართველი ექიმების თქმით, მისი სიცოცხლის რესურსი რამდენიმე კვირას არ აღემატებოდა- ჩვეულებრივი კეთილთვისებიანი კისტა აღმოჩნდა“ - ისტორია გოგონაზე, რომლის სამკურნალოდ ოჯახმა ყველაფერი გაყიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩამოვიყვანეთ, უმძიმესი დიაგნოზით... ქართველი ექიმების თქმით, მისი სიცოცხლის რესურსი რამდენიმე კვირას არ აღემატებოდა- ჩვეულებრივი კეთილთვისებიანი კისტა აღმოჩნდა“ - ისტორია გოგონაზე, რომლის სამკურნალოდ ოჯახმა ყველაფერი გაყიდა

საფრანგეთში თანამეგობრობის ასამბლეის თავმჯდომარე ნუგზარ სულაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ეს გახლავთ ექიმის შეტყობინება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მივიღე. რა თქმა უნდა, პაციენტის ვინაობა კონფიდენციალურია.

მინდა გითხრათ, რომ ეს გოგონა რამდენიმე თვის წინ ჩამოვიყვანეთ საფრანგეთში უმძიმესი დიაგნოზით. ქართველი ექიმების თქმით, მისი სიცოცხლის რესურსი რამდენიმე კვირას არ აღემატებოდა. მკურნალობისთვის ოჯახს გააყიდვინეს თითქმის ყველაფერი, რაც კი ებადათ.

მათ მიერ აღმოჩენილი ავთვისებიანი სიმსივნე, ფრანგი ექიმების კვლევებით, ჩვეულებრივი კეთილთვისებიანი კისტა აღმოჩნდა. ასე რომ, ქართველი ონკოლოგების მიერ წირვაგამოტანილი პაციენტი ამჟამად მხნედ და ბედნიერად გამოიყურება და ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს...“