"სნაიპერი იყო, ძალიან ვაჟკაცი... როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ქიმიური ინტოქსიკაციით გარდაიცვალა" - უკრაინაში მებრძოლი დაღუპულ ზურაბ ოდიშვილზე
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას კავკასიური ლეგიონის მეთაური ლადო გამსახურდია ავრცელებს.
უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 43 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
ვიდეო: "მთავარი არხი"