"გაუსაძლისი იყო, 1000-კილომეტრიანი უდაბნოს გზით გამოვედით... იქ იყო ჯოჯოხეთი უბრალოდ" - რას ამბობს სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქე?
სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი - "ჯეოსქაის" თანამშრომლები, სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ.
ხართუმიდან, სადაც ამ დრომდე სროლებია, მათი გაყვანა ორი დღის წინ კაიროში ავტობუსებით მოხერხდა, საიდანაც მოგვიანებით თურქეთში გადავიდნენ.
ცნობისთვის, სუდანში მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და, სულ მცირე, 3 500 დაშავდა.