ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს - "უკვე ჟიური ვერ გადაარჩენს რჩეულს, ასე რომ, მთლიანად თქვენს იმედზე ვარ!"
American Idol-ის ქართველი მონაწილე ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"ხმის მიცემა ამ კვირას და ორშაბათს შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ლაივის მსვლელობის დროს!
ლაივის ბოლოს გამოვლინდება, ვინ გადადის შემდეგ ტურში! ე.ი. ხმას ვაძლევთ კვირას და ორშაბათს. ლაივი მიმდინარეობს 2 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმის მისაცემად გვექნება მხოლოდ 2 საათი.
იწყება ლოს-ანჯელესის დროით 5 საათზე, ნიუ-იორკის დროით 8-ზე და საქართველოს დროით ვაყენებთ მაღვიძარას ( ) დილის 4-ზე და ვერთვებით!
უკვე ჟიური ვერ გადაარჩენს რჩეულს, ასე რომ, მთლიანად თქვენს იმედზე ვარ!
ვდებ ხმის მიცემის ინსტრუქციას
მაქსიმუმ 10 ხმა - ონლაინ მისამართზე AmericanIdol.com/vote
მაქსიმუმ 10 ხმა - სპეციალური აპლიკაციით: American Idol app
მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით ნომერზე 21523 (ერთმა ადამიანმა ჯამში 30 ხმა შეიძლება რომ გამოაგზავნოს!" - წერს ბუზალაძე.