ვრცელდება რუსეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის კადრები
სამხედრო თვითმფრინავი MIG-31 რუსეთში, სავარაუდოდ, მურმანსკის ოლქში ჩამოვარდა. რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ამსახველი კადრები ტელეგრამზე ვრცელდება.