“ერთდროულად შთამბეჭდავი და შემზარავი“ - ხელოვნურ ინტელექტს პიცის 30-წამიანი რეკლამა დაუკვეთეს, შედეგი განხილვის საგნად იქცა
“რა გამოვა, თუ პიცის 30-წამიან სარეკლამო რგოლს ხელოვნური ინტელექტი შექმნის?
პატარა "ექსპერიმენტი" Reddit-ის მომხმარებელმა, სახელად PizzaLater ჩაატარა. მან ვიდეოსთვის შემდეგი AI-სერვისები გამოიყენა:
სცენარისთვის - GPT-4.
სურათებისთვის - Midjourney.
ვიდეოკლიპებისთვის - Runway Gen2.
კადრს მიღმა ხმისთვის - Eleven Labs.
მუსიკისთვის - SOUNDRAW AI Music.
PizzaLater-ის თქმით, ყველა მასალა მან After Effects-ში გააერთიანა. ვიდეოს შესაქმნელად მას სულ სამი საათი დასჭირდა. "რეკლამა" ერთდროულად შთამბეჭდავი და შემზარავი გამოვიდა“ - ავრცელებს “F1 - კომპიუტერული სერვისი“.