"თუ არ დადებ მტკიცებულებას, იცოდე, რომ ჩვეულებრივი, უკანასკნელი მატყუარა ხარ" - მირდატ ქამადაძე ლევან ხაბეიშვილს
"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი მირდატ ქამადაძე პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს:
"ამ ტყუილების წერას, რომ ვიღაცამ ენმ-ს აგინა, იქნებ მტკიცებულება დაგედო ჯერ. თუ არ დადებ მტკიცებულებას (სატელევიზიო კომენტარი, ფეისბუქპოსტი, ბოლო-ბოლო მოწმესაც ჩაგითვლით), იცოდე, რომ ჩვეულებრივი, უკანასკნელი მატყუარა ხარ. დაიდოს მტკიცებულება, რომ ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე, შორენა აბაშიძე, პარტიის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ (პარტიას აგინებდნენ)!
როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ენმ-ის სიით, ენმ-ის მაგინებლებს ვერ აჩუქებენ მანდატს.