"სოფლის მუწუკი და საშიში პიროვნებაა... ბებიას ლოგინში უწვებოდა და შვილს უნახავს" - რას ამბობს კახეთში შვილიშვილის მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ მეზობელი?
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბებიის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თელავის მუნიციპალიტეტში 26 წლის ბიჭის მიერ 77 წლის ბებიის გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახმაურდა, რაც ძალადობის თვითმხილველი მოძალადის მამა გახდა და პოლიციას შეატყობინა.
საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნათია წითელაური