loader

“დასრულდა ურთულესი ოპერაცია!.. თქვენ დათოს აჩუქეთ სიცოცხლე...“ 12-საათიანი ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის შედეგებზე დათო ევგენიძისა და გიორგი მახარაშვილის ოჯახის წევრები წერენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დასრულდა ურთულესი ოპერაცია!.. თქვენ დათოს აჩუქეთ სიცოცხლე...“ 12-საათიანი ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის შედეგებზე დათო ევგენიძისა და გიორგი მახარაშვილის ოჯახის წევრები წერენ

ცოტა ხნის წინ მუ­სი­კო­სი დათო ევ­გე­ნი­ძე თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცი­ას იკე­თებს. ოპე­რა­ცია სტამ­ბოლ­ში, BAU Medical Park Goztepe-ში ტარ­დე­ბა. რო­გორც ირ­კვე­ვა, დო­ნო­რი მისი მე­გო­ბა­რი, მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლია.

12-საათიანი ოპერაციის შედეგებზე დათო ევგენიძის და გიორგი მახარაშვილის ოჯახის წევრები ინფორმაციას ავრცელებენ:

“ჩემო ლეკა და მახარა, თქვენ დათოს აჩუქეთ სიცოცხლე... მე სიტყვები არ მყოფნის სიყვარულის და მადლიერების გამოსახატად... თქვენ "არანორმალური“ ადამიანები ხართ, ეს საწაული რომ გააკეთეთ. მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ...“ - წერს დათო ევგენიძის მეუღლე.

“კარგად არის ყველაფერი. დამთავრდა 12-საათიანი ოპერაცია და ხვალამდე ეძინებათ ბიჭებს. მადლობა ყველას. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ აქ იყავით, ჩვენთან ერთად“ - წერს დონორის, გიორგი მახარაშვილის მეუღლე ლეკა მიქაძე.

“დასრულდა ურთულესი და ძალიან გრძელი ოპერაცია! ყველაფერი მაგრად იქნება. ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის და სიყვარულისთვის“ - ავრცელებს ლიკა ევგენიძე.

ასევე იხილეთ: "გიორგის ოპერაციამ კარგად ჩაიარა, დათოს მდგომარეობა დახვდათ ცუდი..."