loader

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ შემდეგი შოუსთვის 101%-ით დავიხარჯო" - ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ფინალურ ეტაპზე გადასვლის შემდეგ მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ შემდეგი შოუსთვის 101%-ით დავიხარჯო" - ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ფინალურ ეტაპზე გადასვლის შემდეგ მიმართვას ავრცელებს

ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ამასთან დაკავშირებით მომღერალი სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემო საყვარლებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეული ხმისთვის, რომელიც მომეცით. ჩვენ ვცადეთ და ვიცი რამდენად მიჭერდით მხარს, ამას მთელი გულით ვაფასებ. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენმა ლეგენდარულმა ჟიურიმ გადამარჩინა. ეს ჩემთვის საოცრებასავით იყო და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ შემდეგი შოუსთვის 101%-ით დავიხარჯო. ყველანი მიყვარხართ" - წერს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში.