loader

პრეზიდენტი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს ხვდება.

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

მშობლები აცხადებენ, რომ შეხვედრის მოთხოვნის თაობაზე პრეზიდენტისთვის წერილი წელიწად-ნახევრის წინ ჰქონდათ გაგზავნილი, დღეს კი კვლავ მიმართეს სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თაობაზე, რის შემდეგაც მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ.

მშობლების განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, იშუამდგომლოს ხელისუფლებასთან.