მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვები, სავარაუდოდ, გაზით მოიწამლნენ
Aktual.ge-ს ინფორმაციით, მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში რამდენიმე ბავშვი მოიწამლა. ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას უკავშირდება.
ბავშვები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.