"ეს მცდარი ინფორმაციაა" - რას ამბობს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა პრემიერის განცხადებაზე?
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები უკვე 1 კვირაა, რაც პროტესტის ნიშნად მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეებს ათენებენ.
მათი თქმით, მთავრობამ იმ მედიკამენტის შემოტანაზე ნებართვა უნდა გასცეს, რომელიც მათი შვილების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, თუმცა პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტის შემოტანა ვერ მოხდება რადგან ცდის საბოლოო ეტაპი ამერიკაში არ დასრულებულა.