loader

"ამ მედიკამენტის დაფინანსება მხოლოდ სახელმწიფოსგან გვჭირდება და არა მოსახლეობისგან, მოსახლეობა დაგვიდგეს გვერდით, ამათ დასამარცხებლად" - რა ვიდეოს აქვეყნებს დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ მედიკამენტის დაფინანსება მხოლოდ სახელმწიფოსგან გვჭირდება და არა მოსახლეობისგან, მოსახლეობა დაგვიდგეს გვერდით, ამათ დასამარცხებლად" - რა ვიდეოს აქვეყნებს დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში?

დომენიკ მანგო, რომელმაც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტის შესაძენად თანხის შეგროვება დაიწყო, სოციალურ ქსელში მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე მშობლებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციას ისევ მართავენ. ისინი უკვე მე-7 დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათენებენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.

იშვიათი დაავადების მქონე 12 ბავშვის მშობელი ასევე ითხოვს, სახელმწიფომ დააფინანსოს საქართველოში მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შემოტანა. მშობლების განცხადებით, ეს მედიკამენტი მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.