"ვყვირი, ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ" - ნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე ამერიკულ მეგაშოუ American Idol-ის 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა. მას ხმები არ ეყო, თუმცა შემდეგ ტურში ჟიურიმ გადაიყვანა.
ქართველმა მომღერალმა ცოტა ხნის წინ "ინსტაგრამზე" სამადლობელი პოსტი გამოაქვეყნა.
"ვყვირი, ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ. მე American Idol-ის TOP 12-ში ვარ. დღეს ხმის მიცემის პროცესი არ იქნება, თუმცა მოემზადეთ, რომ კვლავ დამიჭიროთ მხარი შემდეგ კვირას. დიდი მადლობა ყველას!", - წერს ნუცა.