loader

"ნუცას არ ეყო ხმები, თუმცა ჟიურიმ გადაიყვანა მომდევნო ტურში..." - ნუცა ბუზალაძე 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა, იხილეთ ქართველი მომღერლის შესანიშნავი გამოსვლა American Idol-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუცას არ ეყო ხმები, თუმცა ჟიურიმ გადაიყვანა მომდევნო ტურში..." - ნუცა ბუზალაძე 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა, იხილეთ ქართველი მომღერლის შესანიშნავი გამოსვლა American Idol-ში

"ვულოცავ მთელ საქართველოს! ნუცა გადავიდა ფინალურ ეტაპზე! ის ვერ გადავიდა ხმების რაოდენობით, თუმცა ჟიურიმ თავისი ორადგილიანი კვოტით გადაიყვანა მომდევნო ტურში" - ამის შესახებ "ბრავო რეკორდსის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნუცა მომდევნო ტურებში რომ გავიდეს, ამერიკელების კეთილგანწყობის მიმხრობა და მათი ხმების მოპოვება სჭირდება.

"ვულოცავ მთელ საქართველოს! ნუცა გადავიდა ფინალურ ეტაპზე...

ნუცამ 12 კონკურსანტის შესარჩევ ტურში შეასრულა ჯენიფერ ჰადსონის And I Am Telling You, You Are Not Going კინოფილმიდან Dreamgirls. ეს იყო ძალიან, ძალიან ძლიერი, ემოციური და შთამბეჭდავი შესრულება

თუმცა…

ნუცა ვერ გადავიდა ხმების რაოდენობით და ის ერთ-ერთ სხვა ამერიკელ კონკურსანტთან ერთად ჟიურიმ, თავისი ორადგილიანი კვოტით გადაიყვანა მომდევნო ტურში …ჟიურიდან შეფასება ნუცას გამოსვლაზე გააკეთა მხოლოდ ლიუკ ბრაიანმა: "წარმომიდგენია, რამხელა წნეხის ქვეშ ხარ, შენ ეს გააკეთე ყველაზე მაგრად".

დასკვნა:

ნუცას არ ეყო ხმები (მას გაუუქმეს VPN-ით და სხვა შემოვლითი გზებით მიღებული ხმები საქართველოდან და ევროპიდან) და ის ჟიურიმ თავისი კვოტით გადაიყვანა 12 ფინალისტს შორის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნუცა მომდევნო ტურებში რომ გავიდეს, ამერიკელების კეთილგანწყობის მიმხრობა და მათი ხმების მოპოვება სჭირდება. ამიტომ ყველამ გაითვალისწინეთ: ფორუმებზე ნუ დაწერთ უხამს, უხეშ და აროგანტულ კომენტარებს ამერიკელების პოსტების ქვეშ. პირიქით, მაქსიმალურად გამოვხატოთ სითბო და მადლიერება მათ მიმართ. ეს არის ხალხი, რომელიც ქართველ ხალხს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში დაეხმარა ერთი მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ის უსიამოვნო ინციდენტი, რომელიც უნიჭო კარინა დიანჯელომ ნუცას “გაუჩალიჩა” დუეტების ტურში, მძიმე ტვირთად და რაც მთავარია, უსამართლო ტვირთად მოჰყვება ნუცას, მაგრამ საწუხაროდ, ვერაფერს ვიზამთ… ამის გამოსწორება მხოლოდ ნუცას საუკეთესო გამოსვლებით და საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მხრიდან წარმოჩენით და ჩვენი კეთილგანწყობილი კომენტარებით შეიძლება…

ძალიან, ძალიან ძალიან დიდი მადლობა აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს, ამ დღეებში მე ისინი ახლიდან გავიცანი და დავაფასე. რა მაგარი ხალხია და რამხელა სამუშაო გასწიეს, რომ ნუცა წინ წაწეულიყო ამ კონკურსში. უზარმაზარი მადლობა მათ და ქედს ვიხრი მათ წინაშე. Vaja Kachkachuri გეყურება? მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული, მინდა ვთხოვო, რომ კიდევ უფრო მოინდომონ, ვიცი, რომ ისინი ძალიან უთანასწორო კონკურენციაში შევლენ მრავალმილიონიან ამერიკულ მოსახლეობასთან და მათ ამერიკელ რჩეულებთან, ასე რომ, Good luck.

ჟიურის სამივე წევრმა, გარდა იმისა, რომ უდიდესი მასშტაბის მუსიკოსები არიან და თავიანთ ქვეყანაში თავიანთი ქვეყნის ახალგაზრდობის კერპის შერჩევას ახდენენ და კარგად აქვთ ეს გაცნობიერებული, არ დაჩაგრეს პატარა ქვეყნის ნიჭიერი კონკურსანტი და სამართლიანობის გამო მას გაუხსნეს გზა მომდევნო ტურებში და დანარჩენ 8 ამერიკელს უარი უთხრეს კონკურსის გაგრძელებაზე. ეს უდავოდ მათ უდიდეს პროფესიონალიზმსა და ადამიანობაზე მიუთითებს

ამას წინათ 3 “კიტრი” იჯდა ერთ-ერთ ქართულ ტელეეთერში და სერიოზულად განიხილავდნენ თემას, რომ ნუცას გასვლა მომდევნო ტურში იყო “ჩაწყობილი”, ვფიქრობ, ჟიურის ამ გადაწყვეტილებამ შეგიცვალათ აზრი, “ კიტრებო”.

როდის ჩატარდება მომდევნო ტური და როგორი იქნება ხმის მიცემის წესი, მოგვიანებით დავწერ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უზარმაზარ წარმატებას. ნუცას გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა.

You Go Girl Nutsa Buzaladze" - წერს ზაზა შენგელია.