loader

"ბევ­რი წელი ვი­ყა­ვი ძა­ლა­დო­ბა­ში, ჩემი შვი­ლის მა­მა­აა ვი­თომ კაცი .. პო­ლი­ცი­ა­ში არ მინ­და წას­ვლა. მე­ში­ნია, ჩემი შვი­ლის მა­მას ცხოვ­რე­ბა არ და­ვუნ­გრიო" - რას წერს მოდელი რენატა ბეგიაშვილი ყოფილ მეუღლეზე, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბევ­რი წელი ვი­ყა­ვი ძა­ლა­დო­ბა­ში, ჩემი შვი­ლის მა­მა­აა ვი­თომ კაცი .. პო­ლი­ცი­ა­ში არ მინ­და წას­ვლა. მე­ში­ნია, ჩემი შვი­ლის მა­მას ცხოვ­რე­ბა არ და­ვუნ­გრიო" - რას წერს მოდელი რენატა ბეგიაშვილი ყოფილ მეუღლეზე, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებს

ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე წერს და უმ­ძი­მეს ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ის ჰყვე­ბა, მას­ზე ფი­ზი­კუ­რად ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ იძა­ლა­და.

"ბევ­რი ვი­ფიქ­რე ეს გა­მე­კე­თე­ბი­ნა, თუ არა და ხმა­მაღ­ლა მე­სა­უბ­რა, თუ არა... და ვფიქ­რობ, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ეს გა­ვა­კე­თო! სიბ­რა­ლუ­ლი არ მჭირ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან ბევ­რი ქალი არის, ვის­ზეც ძა­ლა­დო­ბენ არა­კა­ცი არ­სე­ბე­ბი. მე ბევ­რი წელი ვი­ყა­ვი ძა­ლა­დო­ბა­ში, ჩემი შვი­ლის მა­მა­აა ვი­თომ კაცი .. სა­ხე­ლი გვა­რი შალ­ვა იაშ­ვი­ლია. ბევ­რის მე­გო­ბა­რი, ორი შვი­ლის მამა, თვი­თო­ნაც შვი­ლია და ნეტა, რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და თა­ვად რომ ენა­ხა მისი უახ­ლო­ე­სი საყ­ვა­რე­ლი ქალი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში! რას მო­ი­მოქ­მე­დებ­და. ბევ­რი წელი ჩუ­მად ვი­ყა­ვი. პო­ლი­ცი­ა­ში არ მინ­და წას­ვლა. მე­ში­ნია, ჩემი შვი­ლის მა­მას ცხოვ­რე­ბა არ და­ვუნ­გრიო. არ ვარ ეგ ადა­მი­ა­ნი. მე მწამს ღმერ­თის და მჯე­რა მისი. მჯე­რა, რომ ყვე­ლა მო­ძა­ლა­დე კაცი და ადა­მი­ა­ნი და­ის­ჯე­ბა. არ­ცერ­თი მი­ზე­ზი არაა გა­მარ­თლე­ბუ­ლი. ჩემ თავს სარ­კე­ში რომ ვუ­ყუ­რებ. იცო­დეთ მის­მა მე­გობ­რებ­მა და არა მე­გობ­რებ­მა. ისაა ფა­რუ­ლი მო­ძა­ლა­დე, სა­ში­შია შვი­ლის­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის! ძა­ლი­ან ბევ­რი წელი დავ­კარ­გე და ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ვით­მი­ნე შვი­ლის­თვის, მაგ­რამ ეს ბოლო წვე­თია, ცრემ­ლის ნაც­ვლად თვა­ლი­დან სის­ხლი მდის. სული მტკი­ვა, მაგ­რამ მჯე­რა, ძა­ლი­ან კარ­გად ვიქ­ნე­ბით მეც და სან­დრაც!" - წერს ახალ­გაზ­რდა ქალი.