"მე ვარ "ქართული ოცნების" წევრი 2015 წლიდან და ერთგულად გემსახურებოდით..." - აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა პრემიერს მიმართავს
"არ მეგონა, ამ განცხადებას ისე გააკეთებდით, რომ მშობლებს არ შეგვხვდებოდით... მე ვარ "ქართული ოცნების" წევრი 2015 წლიდან და ერთგულად გემსახურებოდით..." - აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა პრემიერს მიმართავს.
ცნობისთვის, დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ, აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენონ. მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს მიმართა, ნუ მიიღებენ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას, ნებსით თუ უნებლიეთ.