"მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ამ პროგრამის ამოქმედებას" - რას პასუხობს ირაკლი ღარიბაშვილი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს
ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ვუყურებთ კანონებს, წესებს და ვეყრდნობით კვალიფიციურ აზრს და აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, დაველოდებით რამდენიმე თვე, მუდმივად გვექნება ინფორმაცია და კონტაქტი ამ წამლის („ვოსორიდიტი") მწარმოებელ კომპანიასთანაც, ჯანმოსთან, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან და როგორც კი გადაწყდება, როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს ამ მედიკამენტით მკურნალობას, ჩვენც ჩავერთვებით პროგრამაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მედიკამენტების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველო მედიკამენტების დაფინანსებაზე უარს არ ამბობს, თუმცა საჭიროა მოცდა, რომ მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცეს.