"ჩემი თვალით ვნახე, ეს ორჯერ მოხდა..." - რას ამბობს გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?
მე ვიყავი მოწმე [გონების დაკარგვის] - თვალები რომ გაახილა, არაფერი ახსოვდა, ვერაფერს აცნობიერებდა. გუშინ დილასაც, ადამიანს სიტყვები ავიწყდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილმა გონება ორჯერ დაკარგა და პირველი ეპიზოდის დროს დიდხანს იყო გათიშული.