ლაიონელ რიჩის შეფასების შემდეგ ნუცა ბუზალაძემ თავი ვერ შეიკავა და ატირდა - რა უთხრეს American Idol-ის ჟიურის წევრებმა ქართველ კონკურსანტს შესანიშნავი გამოსვლის შემდეგ
ნუცა ბუზალაძე American Idol-ის 20 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა, ახლა კი ბრძოლას 12 ფინალისტს შორის მოსახვედრად განაგრძობს.
მან ტონი ბრექსტონის სიმღერა Un-Break My Heart შეასრულა და ჟიურის მოწონება დაიმსახურა.
ქართველი კონკურსანტის შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ დარბაზი და ჟიური ფეხზე წამოდგა.
"შენ ხარ ყველაზე მშრომელი მომღერალი იმ კონკურსანტებს შორის, ვინც კი ამ შოუში მინახავს. მიიღე მილოცვები!" - უთხრა ჟიურის წევრმა ლაიონელ რიჩმა ნუცა ბუზალაძეს გამოსვლის შემდეგ.
"როდესაც ვთქვი, არ გინდა ბრჭყვიალები, ზუსტად ამას ვგულისხმობდი! დღეს შენ იყავი თავდაჯერებული, არ დაგჭირდა ზედმეტი არაფერი… დღეს შენ აიყვანე აუდიტორია შენი ძლიერი ნუცათი" - უთხრა ნუცას ჟიური კიდევ ერთმა წევრმა ქეითი პერიმ.
"შენ აღარ ხუმრობ… მსოფლიოს სხვა ნაწილიდან ჩამოხვედი და აქამდე შეძელი მოსვლა, ამდენს მიაღწიე, თავი ამაყად უნდა გეჭიროს!" - უთხრა ნუცას ჟიური წევრმა ლიუკ ბრაიანმა.
როგორც ნუცამ სოციალურ ქსელში დაწერა, ხვალინდელ ლაივზე გადაწყდება, გავა თუ არა ტოპ 12-ში.
"Yeeees! ტოპ 20-ში ვართ და დღევანდელი ხმის მიცემით გადაწყდება, ხვალინდელ ლაივზე გავალ თუ არა ტოპ 12-ში!
გთხოვთ, მეგობრებო, არ დაიზაროთ, სულ რაღაც 10 საათი გვაქვს ხმის მისაცემად!
ამისთვის არსებობს გზა:
მაქსიმუმ 10 ხმა - ონლაინმისამართზე AmericanIdol.com/vote...
მაქსიმუმ 10 ხმა - სპეციალური აპლიკაციით: American Idol app...
მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით 26 ნომერზე 21523... ანუ ჯამში 30 ხმას მიგზავნით" - წერს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში.